Wednesday, April 18, 2012

ასომთავრული


ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან[9] და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული“. მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას „მრგლოვანიც“ ეწოდება. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა — ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს — სომხურს, კოპტურს და სხვ.
ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები. ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები,წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე -ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი Asomtavruli dj.svg, რომელსაც ელენე მაჭავარიანი იესო ქრისტეს მონოგრამად მიიჩნევს და რომელიც ქართულ ანბანში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის აზრით,  ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული:
Georgian J.jpg[10]
რ. პატარიძის აზრით კი, "" ასოს ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელი ნიშანია. ანბანის ბოლოში ჯვარედინი ფორმის ნიშნები ცნობილია სხვა სემიტური და ბერძნული წარმოშობის დამწერლობებში (შეადარეთ: ფინიკიური თავ – PhoenicianT-01.pngბერძნული ხი – Greek uc chi.png და ლათინური იქსი – Greek uc chi.png).

ასოთა მოხაზულობის აგების ერთიანი წესი მხოლოდ ასომთავრულში დასტურდება. განსაზღვრული გეომეტრიული ელემენტების საფუძველზე პირობითობის პრინციპით აგებული გრაფიკული სისტემა მიგვითითებს, რომ ჯერ ასოთა მოხაზულობები შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა ანბანურ რიგზე გაწყობა შესაბამისი სახელწოდებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭებით.

No comments:

Post a Comment