Thursday, April 19, 2012
წიგნი და კომპიუტერი
დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფოსები და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს… ბევრი ადამიანი დარდობს წიგნის მომავალზე. შეიძლება რომ წიგნი რამემ შეცვალოს?
კომპიუტერს წიგნზე მეტის გაკეთება შეუძლია, კომპიუტერით შეგიძლია მოძებნო ის ინფორმაცია, რისი მოძებნისთვისაც შეიძლება დიდი დრო დაკარგო თუ ეძებ წიგნი, შეგიძლია ითამაშო თამაშები, შეხვიდე Youtube -ზე და უყურო ვიდეოებს, დაუკავშირდე შენ ნათესავს ან მეგობარს დედამიწის მეორე მხარეს… მაგრამ წიგნის შეუძლია ის, რასაც კომპიუტერი ვერ შეძლებს: კომპიუტერი წიგნს ვერ შეცვლის. რატომ? ეს მარტივია როდესაც წინ კომპიუტერი”გიდევს” და კითხულობ, თვალები ტყუილად გეღლება, არაფერს გრძნობ და რაიმეს ძლივს თუ იმახსოვრებ.(იგივეა ლეპტოპზეც) მაგრამ როდესაც სადმე ხარ მოკალათებული, წიგნიც კომფორტულად გიჭირავს, სულ სხვაგან ხარ, გონებით ჩაფლული ხარ წიგნში. შენ განიცდი იმას რასაც წიგნის გმირები გმირები განიცდიან. სულ სხვა განზომილებაში ხარ და აღარაფერი გახსოვს. მერწმუნეთ ამას კომპიუტერზე წიგნის კითხვით ვერ მიაღწევთ. ;)
ხალხი მაინც ფიქრობს რომ წიგნი აღარ იქნება. მე კი ვამბობ რომ წიგნი არ მოკვდება, ის თანდათან ახალ საფეხურზე გადადის. როგორც ცნობილია წიგნები ადრე ხელნაწერების სახით იყო და შემდეგ უკვე გამოიგონეს ბეჭვდა, ანუ წიგნმა სახე შეიცვალა. იგივე მოუვა ახლაც.
ორივე მნიშვნელოვანია ადამიანის განათლებისა და განვითარებისთვის, როგორც ანალიტიკური ისე ზეპირი აზროვნების ჩამოყალიბებოსთვის. ორივე ინფორმაციის მოძიების მთავარი საშუალებაა. წიგნისა და კომპიუტერის როლი უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს, ერთმა არ უნდა გამორიცხოს მეორე, რადგან მათ გარკვეულწილად განსხვავებული დატვირთვა აქვთ:
კომპიუტერი არის ინფორმაციის სწრაფად მიღების - მოძიების,დამუშავების, შენახვისა და გადაცემის საშუალება. იგი ადამიანის საქმიანობას ავტომატიზირებულს ხდის. ხოლო, რაც შეეხება წიგნს, ის "ფრთებს ასხამს ადამიანის ფანტაზიას..." არის მეტად სიღრმისეული და წარმოსახვითი. წიგნი სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს...
კომპიუტერი არის ინფორმაციის სწრაფად მიღების - მოძიების,დამუშავების, შენახვისა და გადაცემის საშუალება. იგი ადამიანის საქმიანობას ავტომატიზირებულს ხდის. ხოლო, რაც შეეხება წიგნს, ის "ფრთებს ასხამს ადამიანის ფანტაზიას..." არის მეტად სიღრმისეული და წარმოსახვითი. წიგნი სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს...
Wednesday, April 18, 2012
კალიგრაფია
ხელნაწერეში ნიშნების მოყვანილობებს შორის განსხვავება შორს მიდის და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ წერს და წერის რომელ საფეხურზე წერს. ამ სტატიის თვითეული მკითხველი დღეს თავისებურად გამოიყვანს ქართულ ასოებს, თუმცა ერთი დროის ხელნაწერებს საერთო კალიგრაფიული დამახასიათებელი ნიშნებიც ახასიათებთ.
წინა- და ადრექრისტიანული ასომთავრული წარწერები ძირითადად შესრულებულია ქვებზე, კედლებზე. ამ პერიოდის ნიმუშებშიასოებს ახასიათებთ თავშეკრულობა, არ გვხდება მარცხნივ გადაზიდული ხაზი და ქარაგმები[12]. IX—X საუკუნეებიდან არსებობსეტრატზე მთლიანად ასომთავრულით შესრულებული წარწერები, რომლებში უკვე განვითარებულია დაქარაგმება. ზოგიერთ თავშეკრულ ასოს, რომელიც ხაზისა და წრის კომბინაციას წარმოადგენდა, თავი ეხსნება და წრის ადგილს გახსნილი რკალი იკავებს:
IX—X საუკუნეებისა და უფრო ახალ ხელნაწერებში ასოების ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია (შეადარეთ წინაქრისტიანობამდელი და X საუკუნის „ნ“: ). თავდაპირველად ასომთავრულად წერისას სიტყვებს ერთმანეთისგან არ გამოყოფდნენ და ტექსტი გაბმულად იწერებოდა. წარმართობის პერიოდში ძირითადად სტელებზე, საფლავის ქვებზე კეთდებოდა მცირე წარწერები და ორი ან რამდენიმე გადაბმული სიტყვის წაკითხვა რთული არ იყო. ქრისტიანობისა და სასულიერო მწერლობის შემოსვლასთან ერთად გაჩნდა სიტყვებს შორის მცირე დაშორებები, რადგან დიდი მოცულობის გაბმულად ნაწერი ტექსტის კითხვა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ზოგჯერ სიტყვებს შორის ცარიელ ადგილს სამი ან ორი წერტილით ავსებდნენ.
ნუსხურში ასოები მაჯვნივაა გადახრილი და კუთხოვანი ფორმა აქვს. ისევე როგორც ასომთავრულში, ნუსხურშიც ასოთა ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურზე სქელია. ხშირია საერო და სასულიერო პირთა სახელების, ასევე რელიგიური მნიშვნელობის სიტყვებისდაქარაგმება. ნუსხურში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ორი და სამი წერტილით გამოყოფილი სიტყვები (მაგალითად სვეტიცხოვლის გულანი 1681 წ.), უმეტეს ხელნაწერში კი სიტყვებს შორის ცარიელი დაშორებებია. ზოგიერთი ხელნაწერი შესრულებულია ორგვარი, შავი და წითელი მელნით.
მხედრული სპეციალურად საერო პირებისთვის, სწრაფად წერისათვის იყო განკუთვნილი, რის გამოც დროთა განმავლობაში განვითარდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა (მაგ. — „ეს“, — „ელ“, — „ყო“). ამ სისტემის შექმნა გარკვეულწილად განაპირობა იმანაც, რომ მხედრული კალიგრაფია არაბულის ზეგავლენით შეიქმნა, რომელშიც თითქმის ყველა ნიშნის ერთმანეთზე გადაბმაა შესაძლებელი. ასოთა გადაბმის ზოგიერთი ხერხი დღევანდელ თანამედროვე მხედრულშიც შემორჩა. XI—XVII საუკუნეების მხედრულ ნაწერებში სიტყვები კვლავ ორი ან სამი წერტილითაა გამოყოფილი და ზოგიერთი სიტყვა წითელი კალმითაა დაწერილი. შემდგომი ხანის ხელნაწერებში კი სიტყვებს შორის უბრალოდ ცარიელი დაშორებებია.
წითელ მელანს ქართულ ხელნაწერებში გარდა დეკორატიულისა, ფუნქციური დატვირთვაც ჰქონდა. გადამწერები წითლად გამოყოფდნენ ტექსტის ძირითად სათქმელს, უმნიშვნელოვანეს ფრაზებს. ზოგიერთ ხელნაწერში (ძირითადად მხედრულში) წითელი მელანი, ერთგვარად, სასვენი ნიშნების როლსაც ითავსებს. მაგალითად, ახალი აბზაცის ან წინადადების პირველი სიტყვა წითელი მელნით იწერებოდა. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერ გამოცემებში ყოველი სტოფის პირველი სიტყვა და ყოველი ტაეპის პირველი ასო წიტელი მელნითაა შესრულებული.
ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა
ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა — როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:
- ჱ — ჰე
- ჲ — იოტა
- ჳ — ვიე
- ჴ — ხარი
- ჵ — ჰოე
თუმცა ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართულ კუთხურ მეტყველებებში (ხევსურული, ფშაური).
თანამედროვე ქართული დამწერლობის გასავრცელებლად ი. ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა 1879 წელს დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.
მხედრული
მხედრული — თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება. მაგალითები არსებობს XI საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდანარაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრული დამწერლობის ფორმები მარტივია. ასოთა მოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული, მხოლოდ მათი კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში რამდენიმე ასო ნიშანს (ს, ძ, მ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი რთული გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა მოხაზულობანი ასევე სხვადასხვა სიმაღლისაა. მხედრულისათვის 1728 წელსნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მხედრულის მთავრული“ ასოები.
ნუსხური
ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონოდ“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. XII საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითააშესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ნუსხური განვითარდა ბერძნული„სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა). ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად „ხუცურსაც“ უწოდებენ, რადგან ამ სახეობებით ძირითადად სასულიერო პირები, „ხუცები“ სარგებლობდნენ საეკლესიო საჭიროებისათვის.
ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა. VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ ფორმებზე გადასვლა და ზოგიერთ ასოში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა (, ). ნუსხურში ასოები ორ ხაზშია განაწილებული და ამდენად უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა. ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე ასოები გაბმით იწერება. დამწერლობის ამ სახეს კურსივიც ეწოდება. ასოთა მოხაზულობაში უკვე თავს იჩენს ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც საბოლოოდ მხედრულ დამწერლობაში ჩამოყალიბდა. ბგერა „უ“, რომელიც ასომთავრულში ორი ასო-ნიშნით იწერებოდა, ნუსხურში გაერთიანებულია:
ასომთავრული
ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან[9] და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493—494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული“. მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას „მრგლოვანიც“ ეწოდება. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა — ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს — სომხურს, კოპტურს და სხვ.
ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები. ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები,წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე ჯ-ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი , რომელსაც ელენე მაჭავარიანი იესო ქრისტეს მონოგრამად მიიჩნევს და რომელიც ქართულ ანბანში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის აზრით, ჯ ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული:
რ. პატარიძის აზრით კი, "ჯ" ასოს ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელი ნიშანია. ანბანის ბოლოში ჯვარედინი ფორმის ნიშნები ცნობილია სხვა სემიტური და ბერძნული წარმოშობის დამწერლობებში (შეადარეთ: ფინიკიური თავ – , ბერძნული ხი – და ლათინური იქსი – ).
ასოთა მოხაზულობის აგების ერთიანი წესი მხოლოდ ასომთავრულში დასტურდება. განსაზღვრული გეომეტრიული ელემენტების საფუძველზე პირობითობის პრინციპით აგებული გრაფიკული სისტემა მიგვითითებს, რომ ჯერ ასოთა მოხაზულობები შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა ანბანურ რიგზე გაწყობა შესაბამისი სახელწოდებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭებით.
ქართული დამწერლობის ისტორიული სახეები
ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.
ქართული დამწერლობა
ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა.
ისტორია
ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის. ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“ (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყოს.
რსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ დაალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში ”მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.
სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული. [6] ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა.[7][8]მიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორის მართლაც არის დიდი მსგავსებაგრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქარულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ს).
Subscribe to:
Posts (Atom)