Wednesday, April 18, 2012

კალიგრაფია


ხელნაწერეში ნიშნების მოყვანილობებს შორის განსხვავება შორს მიდის და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ წერს და წერის რომელ საფეხურზე წერს. ამ სტატიის თვითეული მკითხველი დღეს თავისებურად გამოიყვანს ქართულ ასოებს, თუმცა ერთი დროის ხელნაწერებს საერთო კალიგრაფიული დამახასიათებელი ნიშნებიც ახასიათებთ.
წინა- და ადრექრისტიანული ასომთავრული წარწერები ძირითადად შესრულებულია ქვებზე, კედლებზე. ამ პერიოდის ნიმუშებშიასოებს ახასიათებთ თავშეკრულობა, არ გვხდება მარცხნივ გადაზიდული ხაზი და ქარაგმები[12]. IX—X საუკუნეებიდან არსებობსეტრატზე მთლიანად ასომთავრულით შესრულებული წარწერები, რომლებში უკვე განვითარებულია დაქარაგმება. ზოგიერთ თავშეკრულ ასოს, რომელიც ხაზისა და წრის კომბინაციას წარმოადგენდა, თავი ეხსნება და წრის ადგილს გახსნილი რკალი იკავებს:
AsomtavruliCircle- arc.jpg
IX—X საუკუნეებისა და უფრო ახალ ხელნაწერებში ასოების ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია (შეადარეთ წინაქრისტიანობამდელი და X საუკუნის „ნ“AsomtavruliN.jpg). თავდაპირველად ასომთავრულად წერისას სიტყვებს ერთმანეთისგან არ გამოყოფდნენ და ტექსტი გაბმულად იწერებოდა. წარმართობის პერიოდში ძირითადად სტელებზე, საფლავის ქვებზე კეთდებოდა მცირე წარწერები და ორი ან რამდენიმე გადაბმული სიტყვის წაკითხვა რთული არ იყო. ქრისტიანობისა და სასულიერო მწერლობის შემოსვლასთან ერთად გაჩნდა სიტყვებს შორის მცირე დაშორებები, რადგან დიდი მოცულობის გაბმულად ნაწერი ტექსტის კითხვა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ზოგჯერ სიტყვებს შორის ცარიელ ადგილს სამი ან ორი წერტილით ავსებდნენ.
სვეტიცხოვლის გულანი — 1681წ
ნუსხურში ასოები მაჯვნივაა გადახრილი და კუთხოვანი ფორმა აქვს. ისევე როგორც ასომთავრულში, ნუსხურშიც ასოთა ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურზე სქელია. ხშირია საერო და სასულიერო პირთა სახელების, ასევე რელიგიური მნიშვნელობის სიტყვებისდაქარაგმება. ნუსხურში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ორი და სამი წერტილით გამოყოფილი სიტყვები (მაგალითად სვეტიცხოვლის გულანი 1681 წ.), უმეტეს ხელნაწერში კი სიტყვებს შორის ცარიელი დაშორებებია. ზოგიერთი ხელნაწერი შესრულებულია ორგვარი, შავი და წითელი მელნით.
მხედრული სპეციალურად საერო პირებისთვის, სწრაფად წერისათვის იყო განკუთვნილი, რის გამოც დროთა განმავლობაში განვითარდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა (მაგ. Mkhedruli-es.jpg — „ეს“, Mkhedruli-el.jpg — „ელ“, Mkhedruli-q'o.jpg — „ყო“). ამ სისტემის შექმნა გარკვეულწილად განაპირობა იმანაც, რომ მხედრული კალიგრაფია არაბულის ზეგავლენით შეიქმნა, რომელშიც თითქმის ყველა ნიშნის ერთმანეთზე გადაბმაა შესაძლებელი. ასოთა გადაბმის ზოგიერთი ხერხი დღევანდელ თანამედროვე მხედრულშიც შემორჩა. XI—XVII საუკუნეების მხედრულ ნაწერებში სიტყვები კვლავ ორი ან სამი წერტილითაა გამოყოფილი და ზოგიერთი სიტყვა წითელი კალმითაა დაწერილი. შემდგომი ხანის ხელნაწერებში კი სიტყვებს შორის უბრალოდ ცარიელი დაშორებებია.
წითელ მელანს ქართულ ხელნაწერებში გარდა დეკორატიულისა, ფუნქციური დატვირთვაც ჰქონდა. გადამწერები წითლად გამოყოფდნენ ტექსტის ძირითად სათქმელს, უმნიშვნელოვანეს ფრაზებს. ზოგიერთ ხელნაწერში (ძირითადად მხედრულში) წითელი მელანი, ერთგვარად, სასვენი ნიშნების როლსაც ითავსებს. მაგალითად, ახალი აბზაცის ან წინადადების პირველი სიტყვა წითელი მელნით იწერებოდა. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერ გამოცემებში ყოველი სტოფის პირველი სიტყვა და ყოველი ტაეპის პირველი ასო წიტელი მელნითაა შესრულებული.

No comments:

Post a Comment